fbpx

ColorVu ტექნოლოგია ხარისხიანი გამოსახულება 24 საათის განმავლობაში კომენტარები

ColorVu ტექნოლოგიის წყალობით, სიბნელეში მნიშვნელოვანი დეტალების დასაფიქსირებლად საჭირო აღარ არის ბუნდოვანი კადრების საათობით დათვალიერება და წვალება. ColorVu ტექნოლოგიას მკვეთრი და სრული ფერების სპექტრის მქონე დეტალების გადაღება შეუძლია სრულ სიბნელეშიც კი. მაგალითად: ის, რომ პიროვნებას ეცვა იისფერი ქურთუკი, ანდა მანქანა, რომლსაც ტალახიანი სანომრე ნიშანი ქონდა იყო მწვანე. ამის გარჩევა სრულ სიბნელეშიც კი არის შესაძლებელი ColorVu ტექნოლოგიის საშუალებით.

ფართო დიაფრაგმისა და თანამედროვე სენსორების კომბინაცია, ბევრად უფრო სუფთა და ხარისხიან გამოსახულებას უზრუნველყოფს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სუსტია განათება. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფერები ხშირად მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრებაში გვეხმარება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან აქტუალურია სათვალთვალო კონტროლის ოთახებში, სადაც ოპერატორებს უწევთ ერთდროულად რამდენიმე ეკრანისათვის თვალყურის დევნება. აქედან გამომდინარე, ColorVu ტექნოლოგია გამორჩეული და უნიკალურიცაა ვინაიდან გვაძლევს საშულებას დავაფიქსიროთ ფერები პრაქტიკულად სრულ სიბნელეში.

ColorVu ტექნოლოგიის საიდუმლო  

მიზეზი მარტივია: დიდი დიაფრაგმა. F1.0 სუპერ დიაფრამას შეუძლია უფრო მეტი სინათლის შეგროვება, უფრო ნათელი გამოსახულების მისაღებად. დიდი ზომის სენსორი 4MP 1/1.8″ თანამედროვე  და გაუმჯობესებული სენსორია ბნელი ნაწილის განათების (BSI), ორმაგი კონვერტაციის (DCG) და ფართო დინამური სპექტრის (WDR) ტექნოლოგიების მიმართულებით, რათა უზრუნველყოს ნათელი და ფერადი გამოსახულება პრაქტიკულად ნებისმიერ პირობებში.

ნათელი გამოსახულება ჩამონტაჟებული, ეკოლოგიურად სუფთა, დამატებითი განათების სისტემა, სრულ სიბნელეშიც კი, უზრუნველყოფს ფერადი გამოსახულების მიღების შესაძლებლობას.

ასევე გამოყენებულია დამატებითი თბილი განათება, რომელიც ფერების სიმკვეთრეს მნიშვნელოვნად ზრდის. განათების რეგულირება 1-დან 100-მდე მასშტაბში არის შესაძლებელი.

დაინახე ფერები, სრულ სიბნელეშიც კი

აქამდე, ზოგიერთი EasyIP 3.0 სათვალთვალო კამერებს გააჩნდათ DarkFighter ტექნოლოგია, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ უკეთესი გამოსახულება სუსტი განათების პირობებში, მაგალითად საღამოს.

 მაგრამ, ამ ტექნოლოგიას მაინც სჭირდება ინფრაწითელი ნათურა, რომელიც კამერას ეხმარება შავ-თეთრი გამოსახულების მიღებაში დაბალი განათების პირობებშიც კი. მაგრამ, არსებობს ალბათობა იმისა, რომ თქვენი საქმიანობისა და სამეთვალყურეო ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე თქვენ 24/7-ზე გჭირდებათ ფერადი გამოსახულების გადაღება? ამ შემთხვევაში ColorVu-ს კამერები საუკეთესო გამოსავალია! აღნიშნული ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ფერადი სურათი ბნელი ღამის პირობებშიც კი.

გსურთ გაიგოთ მეტი ColorVu ტექნოლოგიის შესახებ? დაგვიკავშირდით და ჩვენი პროფესიონალები სიამოვნებით გაგიწევენ სრულ კონსულტაციას ვიდეო მეთვალყურეობის ამ და სხვა ტექნოლოგიებზე.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *